დაფინანსების ახალი სქემით დადგმული სიმძლავრე 1500 მეგავატით გაიზრდება – პრემიერი

დაფინანსების ახალი სქემით დადგმული სიმძლავრე 1500 მეგავატით გაიზრდება – პრემიერი

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომდევნო სამ წელში ენერგეტიკის სექტორში 3 მილიარდ დოლარის მოცულობის ინვესტიციები განხორციელდება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა ასევე თქვა, რომ დაფინანსების ახალი მექანიზმით საქართველოს ჯამში 1500 მეგავატი დადგმული სიმძლავრე შეემატება.

“ბუნდოვანი იყო ახალი პროექტების ბედი და ინვესტორებს მეტი სიცხადე სჭირდებოდათ. ელექტროსადგურის ოპერირებაში გაშვებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობას ე.წ CFD-ის ხელშეკრულება ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს. ეს არის სქემა, რასაც ინვესტორებს შევთავაზებთ. მხადაჭერის ახალი სქემა მოიცავს აუქციონის წესს და მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1500 მეგავატი ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობა მოხდება. ამაში არ შედის დიდი პროექტები: ნამახვანჰესი, ნენსკრა და ხუდონი. ანუ ჯამურად ამ 1500 მეგავატის სიმძლავრის ხელშეწყობით დაახლოებით 2.2 მილიარდ დოლარის ინვესტიციას ველოდებით”, – აცხადებს ღარიბაშვილი.

მისივე თქმით, ეკონომიკის ზრდის ფონზე ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება და ჰესების მშენებლობა გაზრდილ მოხმარებას უნდა დაეწიოს. 

მსგავსი სიახლეები

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა – საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის…
აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელი აქტიურად ვითარდება სხვადასხვა პროექტებით. ამის შესახებ დავითაშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე…
საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ შეხვედრაზე

საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ…

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ევროპისა და აზიის შეხვედრის წერტილში მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განვითარებად ბაზრებზე განუმეორებელ წვდომას უზრუნველყოფს.…